ოპოზიციამ ISFED-ის დასკვნაზე უნდა იმსჯელოს, ვფიქრობ რაღაც ნაწილში შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს და დავეთანხმოთ - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 22:57, 11 Dec, 2020     1926

"ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანის თქმით, "ISFED"-ის დასკვნა , რომლის მხედვითაც პარალელური დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიების მანდატების რაოდენობა არ იცვლება, ოპოზიციაში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

კითხვაზე- მოახდენს თუ არა ეს დასკვნა გავლენას ოპოზიციის მოთხოვნაზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არმაზ ახვლედიანი პასუხობს, რომ ეს დასკვნა ოპოზიციამ კომპეტენტურ პირებთან ერთად უნდა განიხილოს და არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ შეიძლება შეიცვალოს.

"ეს დასკვნა განხილვის საგანი უნდა გახდეს, რადგან მნიშვნელოვანი დასკვნაა. უნდა განვიხილოთ იმ კუთხით, რა ნაწილში შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ ამ დასკვნას. მე ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა მაქვს, შეუძლებელია გუშინ ვენდობოდე და დღეს არა, მე ასე არ ვიქცევი.

ოპოზიციას მოუწევს ამ დასკვნაზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილში შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს. პირველ რიგში, "ISFED"-ის დასკვნას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად, ეს უნდა განვიხილოთ კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად,"-განაცხადა ახვლედიანმა "ღამის კურიერში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42