"პარლამენტში შესვლა მინდა და ამას არ ვმალავ" - იაგო ხვიჩია
პოლიტიკა - 22:03, 11 Dec, 2020     1538

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩა აცხადებს, რომ მას სურს პარლამენტში შესვლა და ამის შესახებ არასდროს დაუმალავს, თუმცა არა ისეთ პარლამენტში, სადაც განსხვავებული აზრი არ ისმის და წარმომადგენლობით ორგანოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია.

"მარტო "გირჩი“ პარლამენტში არ იქნება. 113 კაცი თუ არ შევიდა, „გირჩი“ ისე პარლამენტში არ იქნება. 113 ადამიანი თუ შევიდა და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ შევიდა პარლამენტში, "გირჩი“ რომ არ შედის, ეს ხომ სიგიჟე იქნება. ამ პოზიციაში რამე კითხვის ნიშანი შეიძლება დარჩეს ? უბრალოდ არსებობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციაში, რომლებიც ამბობენ, რომ არ გვინდა ჩვენ დეპუტატობაო, ანუ, ასეთი ხალხიც არსებობს. მე ღიად ვამბობ, რომ მე მინდა პარლამენტში შესვლა. არასდროს არ დამიმალავს, „გირჩი“ პარლამენტში!“- ეწერა ჩემს საარჩევნო კამპანიას. ჩემს კოლეგებს, რომლებიც გახდნენ პარლამენტის წევრები, თითქოს „უტყდებათ“, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. მე მიხარია, რომ გავხდი და კითხვის ნიშნები ამ არჩევნებში ჩემს დეპუტატობას კი არ აქვს, აქვს "ქართული ოცნების" დეპუტატობას, დღეს რომ იქ ისხდნენ, თორემ, მე რომ დეპუტატი ვარ, ხალხმა ხომ იცის.

მეორე საკითხია, შეძლო თუ არა ქართულმა სახელმწიფომ, ჩემნაირი ხალხისთვის გაეკეთებინა პარლამენტი. როგორც ერთხელ ამ ქვეყანამ სასამართლო ვერ გამიკეთა, როგორც იურისტს, ამ შემთხვევაში, როგორც არჩეულ დეპუტატს, სახელმწიფომ ვერ გამიკეთა პარლამენტი, იქ შესვლა სირცხვილია! სირცხვილია იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, ერთი პარტიაა მარტო. შეიძლება, რომ პარლამენტში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს ?! და მეორე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, კონსტიტუციაში ვერ შეიტანს ცვლილებას და ამ ქვეყანას ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სჭირდება. მეპატიჟებიან ასეთ ადგილას, თან მეუბნებიან არ გინდათ პარლამენტში შესვლაო. მინდა! ოღონდ ეს არ არის პარლამენტი. იქ არ მინდა შესვლა, რაღაცა უცნაურობაში, ამისთვის არ ვშრომობდი ამდენი ხანი, სხვა რამისთვის ვიშრომე,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42