აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ევროპარლამენტარების შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფართო შეთანხმების ჩაშლა ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენაა.
ბრიუსელი ქართულ ბოიკოტში პრობლემას ხედავს. დღეს მორიგი განცხადება გააკეთა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა საუბრობს საქართველოს ევროატლანტიკურ შანსებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ პერსპექტივას პარლამენტის ბოიკოტით შეიძლება შეექმნას.
ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
"პოლიტიკური პროცესების ადგილი არის პარლამენტი და არა ქუჩა" - ასეთია ევროპელი პარტნიორების განცხადებები.
ბრიუსელი ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და აცხადებს, რომ პარლამენტარი ვალდებულია დაიკავოს ხალხის მიერ მინიჭებული ადგილი.
მასალის გამოყენების პირობები






