"მოვუწოდებ "ენმ-ს" ლიდერებს: მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ! "ოცნებიდან“ 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - ელისაშვილი
პოლიტიკა - 21:38, 11 Dec, 2020     3099

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა სირცხვილი არ არის, ეს ქვეყნის სამსახურია და ამისთვის იბრძოდნენ პარტიები, როდესაც წინასაარჩევნოდ ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ.

„უნდა მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს, ნიკა მელიას ,რომელსაც მართლა პატივს ვცემ, ხატია დეკანოიძეს, თინა ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს , ლევან ხაბეიშვილს, მინდა მათ მოვუწოდო, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გავუსწოროთ ამ ქვეყანას თვალი, ხომ გვინდა რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ ყველას შვილებმა, ვთქვათ ვაჟკაცურად, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ პარლამენტში. ნუ გრცხვენიათ, პარლამენტში არჩევისა და შესვლისთვის ვიბრძოდით და დავდიოდით ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ 3 თვე, ეს სირცხვილი არ არის ეს ქვეყნის სამსახურია.

ბოლო დროს ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და ვიცი, რომ ძალიან გაჭედილები არიან, არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ. ვიცი, რომ პარტიის შიგნით ჯანჯღარი და ყანყალია, არიან რადიკალები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გაგვიგებს ჩვენი ამომრჩეველიო - მიიღეთ გაბედული გადაწყვეტილება!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის შეფასებით, 90 მუთაქა იქნება "ოცნებიდან" ოპოზიციონერები კი დაგეშილი მგლებივით იქნებიან.

"90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა", - განაცხადა ელისაშვილმა გადაცემაში "360 გრადუსში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42