პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, თქმას ვერ ბედავენ, იმის ეშინიათ, რა დღეშიც ჩვენი პარტია ჩააგდეს - ელისაშვილი
პოლიტიკა - 21:29, 11 Dec, 2020     1363

პოლიტიკური პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, უბრალოდ, თქმას ვერ ბედავენ. მისი თქმით, მათ ტყავი გააძრეს და ჯვარს აცვეს.

ელისაშვილის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებების საფუძველზე, იმას თმობს, რაც საქართველოში, მისივე თქმით, 30 წელია სანატრელია.

„ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს მე და იოსელიანს და ჩვენ პარტიას. მინდა აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, არანაირი ბანაკი არ მაქვს და ჩემ გარშემო არ ვაგროვებ, უბრალოდ, იდენტური პოზიციები აქვს იმას, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ამ ქვეყნისადმი, არეულობა, რევოლუცია, ვისაც არ უნდა. მე პარლამენტში ვერავინ დამინახა, არც ლევან იოსელიანი და არც მე იქ არ ვყოფილვართ, ჩვენ მანდატები გვაქვს, ჩვენ იქ არ მივალთ და პარლამენტში არ შევალთ, თუ არ გაფორმდება შეთანხმება, შეთანხმება მომავალზე. იმ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას“ ვათმობინებთ ისეთ რაღაცებს, რაც 30 წელია სანატრელია საქართველოში და რაც მთავარია, თმობს. მე ვარ აგერ ცოცხალი მოწმე, ჩემ თვალწინ მიდის ეს პროცესი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ველაპარაკები, ვაწვები „ქართულ ოცნებას“, იხევენ უკან, კომპრომისზე მიდიან.

ყველას უნდა პარლამენტში შესვლა უბრალოდ თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ. გვლანძღავენ, მოღალატეები, საზიზღრები ხართო, მაგრამ ჩვენ რომ დარწმუნებულები ვართ, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია გვაქვს და ჩვენ გვწამს, შეთანხმება უნდა გადარჩეს, შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, გამბედაობა და ღირსება, რომ მოვაწეროთ და მერე შევიდეთ პარლამენტში. ჩემზე ამბობდნენ, იქ ვნახავთო, კიდევ ვამბობ, თუ შეთანხმება არ შედეგება, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, არც მე, არც ლევანი.

მისი თქმით, დღეს რაც მოხდა, "პიონერთა სასახლის“ ეზოში, რაც მოაწყვეს, ეს არის ზუსტად მოტყუება და ხალხის შეურაცხყოფა.

დღეს რაც მოხდა, „პიონერთა სასახლის“ ეზოში, რაც მოაწყვეს, ეს არის ზუსტად მოტყუება და ხალხის შეურაცხყოფა. რა მაგარი ხალხი იყო შეკრებილი, რას მოაწერეს ხელი - ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს, რომ ვხევთ მანდატებს და არ შევდივართ პარლამენტშიო და ვინ ამბობს ამას - უგულავა, ბოკერია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, კუკავა, რომელთაც მანდატები არ აქვთ და ხელი მოაწერეს, მანდატებს ვთმობთო. ახლა გეტყვით დანარჩენები რას აკეთებენ, თქვეს, ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, მაგრამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთო, ვის ატყუებენ, თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან თურმე, მანდატს ხევენ, თუ მანდატს ხევ, მონაწილეობას რა აზრი აქვს, ვის ატყუებ ელჩებს?“, - განაცხადა ელისაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42