"ხელისუფლებასთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ ამ შეთანხმებას მთლიანად "გაერთიანებული ოპოზიცია" მიიღებს" - სამნიძე
პოლიტიკა - 20:31, 11 Dec, 2020     1130

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“ პარლამენტი მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას დაუკმაყოფილებს, მისი პარტია მანდატებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობის მიუხედავად დათმობს.

სხვა შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტია“ მოლაპარაკებების შედეგებს დაელოდება და საპარლამენტო მანდატების დათმობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

„იმ შემთხვევაში თუ შემდგარ შეთანხმებას არ ეთანხმება ბლოკი, არ ვეთანხმებით ჩვენც, თუ ეთანხმება ბლოკი, ვეთანხმებით - ჩვენც. ანუ მოლაპარაკებებს ველოდებით ჩვენც და ისინიც, მაგრამ ჩვენ მანამდე მანდატის დატოვების შესახებ განცხადება არ შეგვაქვს. 17 დეკემბერს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს პარლამენტისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვას, ჩვენ იმაზე ვიქნებით დამოკიდებულები, სად ვიქნებით მოლაპარაკების პროცესში. თუ მოლაპარაკებები მანამდე ჩაიშალა, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეგვაქვს განცხადება, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდა, ჩვენ ველოდებით, რომ დასრულდეს. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც 17 დეკემბერს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეტანილი აქვს განცხადებები და მაგალითად, 19 დეკემბერს გავიგეთ, რომ პარლამენტი წყვეტს მათ სადეპუტატო უფლებამოსილებას, მაშინ ჩვენ აღარ ველოდებით მოლაპარაკებებს და დაუყოვნებლივ მოხდება ჩვენი განცხადების პარლამენტში შეტანაც. ანუ მე ჩემს პირობას ვასრულებ და მიუხედავად იმისა, რომ ველოდებოდი მოლაპარაკებების პროცესს, რადგან ჩემს ბლოკს, გადაწყდა, რომ არ აქვს მანდატი პარლამენტში, იგივე უნდა მოხდეს ჩემს მანდატებზეც. ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არ შეგვაქვს განცხადებები, ამის აზრი არის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ხაზგასმა. ალბათ, რესპუბლიკურ პარტიას ცოტა უფრო მეტი ოპტიმიზმი აქვს ამ მოლაპარაკებებზე, ვიდრე სხვა პარტიებს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ გადაცემა "რეზიუმეში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42