საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ დღეს, როცა მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა აფასებს და მისი თქმით, დღევანდელი დღე მძიმე ლაქაა ქვეყნის ისტორიაში.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღე იყო შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა:
"ვინც დავიბადეთ საბჭოთა კავშირში და ოცნება იყო დამოუკიდებლობა, ძალიან მძიმე დღეა დღეს. ჩვენი წარუმატებლობა და მარცხია, რომ 30 წლისთავზე საქართველო დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ რომელიმე ქართველი იტყოდა, რომ მე ერთპიროვნული მმართველი ვარ" - ამბობს გიორგი მარგველაშვილი "დღის სტუმარში".
მისი თქმით, მოცემული პოლიტიკური ვითარებიდან ერთდერთი გამოსავალი კონსტიტუციური გზით, არის ხელახალი არჩევნები და გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






