საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია იმაზე მალე აღმოჩნდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ, ეს იქნება ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანი.
"იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია — დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია", — წერს სააკაშვილი.
დღეს, 11 დეკემბერს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული მე-10 მოწვევის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და ხელი მოაწერა საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ
მასალის გამოყენების პირობები






