პოლიტიკის ექსპერტები დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველ ერთპარტიულ პარლამენტს აფასებენ და ვარაუდობენ, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტი უფუნქციო იქნება, მნიშნველოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს და ვერც დიდხანს იარსებებს
"ჩვენი კოჭლი სახელმწიფო დაიბადა დღეს შეიძლება ითქვას – არაფუნქციონალური. პარლამენტი არის რაღაც ადამიანების ჯგუფი, რამდენიმე პულტით, რომელსაც ყველა ერთად აჭერს ხელს. ეს არის ივანიშვილის იდეალური სამყარო და ეს გააკეთა ... დიდ ხანს ვერ იმუშავებს" , – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი
კონსტიტუციონალისტების თქმით, ერთპარტიული პარლამენტი პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს.
"დღევანდელი სხდომიდან დამამახსოვრდა სამწუხარო პერსპექტივა, რომელიც ექნება ამ ქვეყანას, თუ დარჩება ერთპარტიული პარლამენტი. ეს კრიზისი ასე არ დასრულდება და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, საზოგადოების უკმაყოფილება დაგროვდება და გამოხატულებას ჰპოვებს." , – ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებამ, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან დამოუკიდებელ საქართველოს პირველად არსებობის ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტი ყავს.
"დღეს ახალი სამწუხარო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური, სოციალური და სამედიცინო კრიზისის ფონზე, გვყავს ერთპარტიული პარლამენტი, არასდროს არ ყოფილა ესეთი რამ საქართველოში, იმიტომ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, რომ დღეს 88 სხვადასხვა სახის ადამიანი მჯდარიყო ბიძინას პარლამენტში? ეს არის კატასტროფა" , – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






