"მანდატებზე უარის ართქმა პარლამენტში შესვლის ტოლფასია" - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 18:12, 11 Dec, 2020     899

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მანდატებზე უარის ართქმა იურიდიულად პარლამენტში შესვლის ტოლფასია,

მისი თქმით, მოლაპარაკებებში და საერთაშორისო ფრონტზე ოპოზიციის მთავარი და მძლავრი ბერკეტი ოპოზიციის ერთიანობაა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"რა შუაშია მანდატების დათმობა არდათმობა მოლაპარაკებების გაგრძელებასთან? ვინც მანდატს დათმობს მოლაპარაკებს ვერ გააგრძელებს? რა სისულელეა! სწორედ მანდატების დათმობა ქმნის იმ ახალ რეალობას, რის გამოც წნეხი ქართულ ოცნებაზე გაასკეცდება და რის გამოც საქართველოს საკითხებში მეტი პოლიტიკური ფიგურა ჩაერთვება ცივილიზებული სამყაროდან და შედეგიც სწორედ ამ გზით დადგება და არა პირიქით. მანდატებზე უარის ართქმა იურიდიულად პარლამენტში შესვლის ტოლფასია და მოლაპარაკებებში მთლიანად ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს. ეს ორჯერ ორი ოთხია და ვინც სხვაგვარად ამბობს, უბრალოდ იტყუება", — წერს კანდელაკი.

შეგახსენებთ, დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის სხდომა ჩატარდა, რომელშიც მხოლოდ ქართულმა ოცნებამ მიიღო მონაწილეობას. სხდომაზე ასევე იყვნენ მიწვეული პრეზიდენტი, პატრიარქი და დიპლომატები. პატრიარქის ნაცვლად, სხდომას მისი მოსაყდრე, შიო მუჯირი დაესწრო.

აქვე გეტყვით, რომ სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და ხელი მოაწერა საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42