ენმ-ს წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხაებით, "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია აუქმებს სიას 37-დან 177 ნომრამდე, ხოლო 1-დან 36 დეპუტატის ჩათვლით პარლამენტს მიმართავს, რათა უფლებამოსილება შეუწყდეთ:
"ეს არის დოკუმენტი, სადაც საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, მისი საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელის სახით აუქმებს პროპორციულ სიას 37-დან 177 ნომრამდე. უნდა ჩაიხსნას პროპორციული სიის არსებული კანდიდატები პარლამენტის წევრობის და შემდგომ როდესაც ცესკო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას და ყველა დეპუტატობის კანდიდატი ჩაიხსნება, შემდგომ უკვე დარჩენილი პარლამენტის წევრები, რომელთა უფლებამოსილება დღევანდელმა შემადგენლობამ უკანონოდ სცნო, 1-დან 36 დეპუტატის ჩათვლით, უკვე მიმართავს განცხადებით პარლამენტს რათა მათი უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






