პარლამენტში შესვლა მოღალატეობა კი არა, ხალხის სამსახურში ყოფნაა - ელისაშვილი
პოლიტიკა - 14:59, 11 Dec, 2020     2658

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ლაივში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემრანდუმს, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.

ელისაშვილის თქმით, არასწორია, მანდატებზე უარის თქმა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო მოლაპარაკების შედეგი ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა უნდა იყოს.

"თან ამბობენ რომ მანდატებს ვხევთო, თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეთო. ეგ როგორ არის? მოლაპარაკებაზე რა მიდის იცით, რომ, თუ ქართული ოცნება ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ, ყველანი, აი ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ." – თქვა ელისაშვილმა

ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება კომპრომისზე მიდის და ოპოზიციის 4 მოთხოვნიდან 2-ს აკმაყოფილებს, რის გამოც ოპოზიციამ უნდა გაბედოს და შევიდეს პარლამენტში.

"დავაახლოვეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე ქართული ოცნება და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან. რომ პოლიტპატიმრები იქნება და ციხიდან გამოვიდნენ, ხელი მოვაწეროთ პატიოსან საარჩევნო სისტემას და ამაზე ვმუშაობდით და ოპოზიციის მოთხოვნის 99% საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა ქართულმა ოცნებამ. მოღალატეობრივი საქციელი კი არაა პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა. აი ეგეთი ახირებული ხალხი ვართ მეც, ლევან იოსელიანიც და ყველა ჩვენ პარტიაში." – ამბობს ელისაშვილი .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42