დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვრცელდება Covid-19- ის მკურნალობის მეთოდებზე, ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების საკითხებზე - DRI
საზოგადოება - 14:14, 11 Dec, 2020     1950

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აგრძელებს Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციული გზავნილების შესწავლას ონლაინ მედიაში. ოქტომბერ-ნოემბერში 15 ვებგვერდი და 10 ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული 785 სტატია და პოსტი გაანალიზდა.

დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვრცელდება, როგორც კორონა ვირუსის მკურნალობის მეთოდებზე, ასევე, ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების საკითხებზეც. Covid-19 პანდემიის ფონზე, საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, სხვადასხვა ონლაინ გამოცემებსა და ფეისბუქ გვერდებზე ანტივაქსერული კამპანიის გააქტიურებაც. მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დეზინფორმაციის მიზანმიმართული კამპანია ემსახურება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას.

დეზინფორმაციული კამპანია ანტიდასავლური გზავნილებით

დეზინფორმაციული კამპანიის მნიშვნელოვან სამიზნედ რჩება, ერთი მხრივ, ვაქცინაზე მომუშავე დასავლური კომპანიები, ხოლო მეორე მხრივ, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი. სწორედ მათ წინააღდეგ არის მიმართული ანტიდასავლური დისკურსი, რომლის ძირითადი დანიშნულებაც მოსახლეობაში იმ მითის გავრცელებაა, რომ კორონავირუსი ფარმაცევტული კომპანიების მილიარდიანი ფინანსური მოგებისა და ბილ გეითსის მიერ მსოფლიო ბატონობის დამყარების მიზნით არის გამოგონილი. თუმცა, რეალური სურათი, განსხვავებულია.

ფეისბუქ ჯგუფებში ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „კორონა მაფია“ და „იტალიის ცის ქვეშ“ გავრცელებული გზავნილი, თითქოს ბილ გეითსი იძულებითი, სახიფათო ვაქცინაციით მსოფლიო ბატონობის დამყარებას გეგმავს, არის დეზინფორმაცია, რომლის პირველ წყაროს რუსული ვებ-გვერდი cont.ws წარმოადგენს. რეალურად, “New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში Responding to Covid-19 - A Once-in-a-Century Pandemic? (პასუხი Covid-19 -ზე - საუკუნის პანდემია?), კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი Covid-19 ვირუსის გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრობს. აქვე სთავაზობს კაცობრიობას პანდემიასთან გამკლავების რეკომენდაციებს. აღნიშულ სტატიაში საუბარი არ არის იძულებით ვაქციანაციაზე.

იმ პირობებში, როცა ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ დაუმტკიცებია არცერთი ფარმაცევტული კომპანიის ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ, საუბარი რომელიმე კომპანიის კოლოსალურ მოგებაზე, არის დეზინფორმაცია, რომელიც ქსელურად გავრცელდა შემდეგ ფეისბუქ ჯგუფებში: „კორონა აფიორა“, „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, “საერთო სახალხო მოძრაობა“, „კორონა მაფია“. აღნიშნულ პოსტებზე ონლაინ ინტერაქციამ 854 მომხმარებელი შეადგინა.

დეზინფორმაციული კამპანია და კონსპირაციული თეორიები

პანდემიის პარალელურად ონლაინ სივრცეში Covid 19-ის წარმოშობისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ ვრცელდება სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ყალბი ინფორმაცია. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცალკეული ინდივიდებისა თუ სხვადასხვა ჯგუფების მიერ ვრცელდება კონსპირაციული თეორიები ვირუსის განკურნების ისეთი მეთოდების შესახებ, როგორიცაა, მედიკამენტური მკურნალობა ლევოფლოქსაცინის დახმარებით და სპეციალური მცენარის მეშვეობით. რეალურად კი მტკიცება გერმანელი მეცნიერების მიერ აღმოაჩენილი მცენარის შესახებ, რომელიც კორონავირუს წუთებში სპობს, ფაქტებით მანიპულირებაა და ემყარება ტაილანდური მედიცინის ვებ პორტალზე გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის სანდოობა და ვალიდურობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ დამტკიცებული არ არის. დეზინფორმაციის პირველ წყაროს ქართულ ონლაინ მედიაში ვებ პორტალი Nostal.ge წარმოადგენს.

დეზინფორმაციაა ასევე მედიკამენტ ლევოფლოქსაცინის კორონავირუსისგან განკურნების ეფექტური საშუალებად დაახელება. პრეპარატი ლევოფლოქსაცინი განეკუთვნება ანტიბაქტერიულ საშუალებებს, ხოლო Covid 19 არის ვირუსი და არა ბაქტერიული დაავადება. დეზინფორმაცია მედიკამენტ ლევოფლოქსაცინის შესახებ გავრცელდა ფეისბუქ გვერდებზე; „სტალინი, „მთავარი სიახლეები“, „ქართველთა მსოფლიო ცენტრი“ და „შუა გზაზე“. არსებული ინფორმაციის წყაროდ მითითებულია ვებ პორტალი tvm.ge.

* * *

პროექტი ხორციელდება ფონდი Prodemos • პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით მცირე საგრანტო კონკურსის „ფრთხილად, დეზინფორმაციაა“ ფარგლებში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42