“მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ, მივესალმები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ჩვენს ღვიძლ მოსახლეობას” – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ქართული ოცნების უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.
პარლამენტის უხუცესი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ვახტანგ კიკაბიძეა, თუმცა, იმის გამო, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, სხდომა ლადო კახაძემ გახსნა. ეს საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ერთპარტიულად შეკრების პირველი ფაქტია – არცერთი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფება..
ამასტან, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.
მასალის გამოყენების პირობები






