თუ ჩვენ ახლა შევეგუებით არჩევნების გაყალბებას, საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება და ივანიშვილის დინასტია უკუნითი უკუნისამდე იქნება - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 13:53, 11 Dec, 2020     704
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიცია პატივს ცემს ევროპარლამენტარების მოსაზრებებს, მაგრამ „მათი მოსაზრებები დირექტივა ვერ იქნება“.

„მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის შუქურა ერქვა, ისე დაეცა ივანიშვილის წყალობით, რომ არჩვენები უბრალოდ არ ჩატარდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.


რაც შეეხება იმას, რომ დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველო მშიერ საბჭოთა კავშირში დააბრუნოს და პოლიტიკური ცხოვრება გაანადგუროს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ისე წაიყვანა ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიაა და ეს ჩვენ გვახსენებს არცთუ საუკეთესო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც ერთპარტიული მმართველობა იყო. ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ საქართველო დააბრუნოს მშიერ საბჭოთა კავშირში, არ მოუგვაროს ადამიანებს არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებთ, მაგრამ გაანადგუროს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური სპექტრი და შემდეგ მედიასაშუალებებს და ყველა სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტს გადაწვდება. ამას არ დავუშვებთ, ამიტომ ვართ შეკრებილი სრულიად ოპოზიციური პარტიები ამ ძალიან სიმბოლურ ადგილზე, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტი იყო შეკრებილი. ამ უპრეცედენტო ერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დღეს, პრაქტიკულად ყველა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიპოვებთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42