რესპუბლიკური პარტიის წევრი , ხათუნა სამნიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მიმართვის გადავადება, პარლამენტში მისი და კორძაიას შესვლას არ ნიშნავს.
სამნიძეს თქმით, ენმ - ძალა ერთობაშიას ერთობლივი გადაწყვეტილების გარეშე რესპუბლიკური პარტია პარლამენტში არ შევა.
"თუ არ არის პარლამენტში ენმ – ძალა ერთობაშია, იქ არ არის რესპუბლიკური პარტია, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, ეს წერია განცხადების პირველ აბზაცში. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, თუ იქ არ შედის ბლოკი ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს სამნიძე.
ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში კორძაია და სამნიძე წერდნენ, რომ მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე არ მიმართავდნენ, რამაც ბლოკის სხვა წარმომადგენლების მწვავე შეფასებებიც კი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






