საქართვეოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა , რომ კომუნიზმი დასრულდა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი კიდევ გვაქვს, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს.
"იდეოლოგიების დრო დამთავრდა, კომუნიზმი დასრულდა, ულტრა-ლიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურა-პატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა, ფანატიზმი კი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას. ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი კიდევ გვაქვს, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს. ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრისა", - თქვა სალომე ზრუაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რადგან 30 წელია აღდგა დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ სახელმწიფოს ვაშენებთ. 30 წელი მისი თქმით, სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც "სიმწიფის" ასაკია. პრეზიდენტის თქმით, დროა "მოჯადოებული წრე" გავარღვიოთ.
მასალის გამოყენების პირობები






