გამართული მექანიზმი, რომ კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი - ბოკერია
პოლიტიკა - 14:31, 10 Dec, 2020     966

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, განცხადება, რომ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა გადათვლის გამართული მექანიზმი არის სისულელე, რადგან ამ შემთხვევაში კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით, ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.

ბოკერიამ აღნიშნს, რომ ერთადერთი გამართული მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტი ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ ელისაშვილს აქვს ივანიშვილთან მოლაპარაკების სურვილი, მან უნდა უთხრას საზოგადოებას, თუ რის გამო განიხილავს პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას.

„გამართული მექანიზმი, რომ კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი.

ერთადერთი გადათვლის მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პრებისციტის ჩატარება, ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები, სხვა გადათვლის მექანიზმი არ არსებობს.

როდესაც იყო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, როცა იყო საჩივრები, მაშინ უტიფრად, კანონის დარღვევით, ივანიშვილის რეჟიმმა არ განიხილა არაფერი, ისეთ შემთხვევებშიც კი, სადაც გადაღებული იყო ჩაყრა, იქაც კი უტიფრად უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიაო.

რაც შეეხება ბატონ ელისაშვილს, თუ აქვს მოლაპარაკებების სურვილი ივანიშვილთან ან მის წარმომდგენლებთან, მოილაპარაკოს, უთხრას საზოგადოებას რა არის ეს, რის გამოც განიხილავს ლეგიტიმაციის მიცემას ამ პარლამენტისთვის, ეს არის საკითხავი და არა ის სისულელე, ბოდვა და ტყუილები, რასაც ვისმენთ ეს დღეებია.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42