კობახიძემ თავისი განცხადებებით ძალიან დაამცირა ყველა ის ჩვენი შემცდარი პარტნიორი ოპოზიციაში, ვინც ილუზიებში იყო, რომ რაიმე არსებით ცვლილებას მიაღწევდა - ბოკერია
პოლიტიკა - 14:30, 10 Dec, 2020     911

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩაშლასა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების გადადება ჩვეულებრივი ამბავია და სავარაუდოდ მალე გაირკვევა თუ როდის ჩატარდება მეხუთე რაუნდი.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ გააუქმებს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის და მისი ბუნების, რომ დაამკვიდროს პუტინის რუსეთის სტანდარტი საქართველოში.

ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება, რომ რეფორმებს ქართული ოცნება ოპოზიციის გარეშეც გააკეთებს, არის დამცირება იმ ოპოზიციის ნაწილის, ვინც ილუზიაში იყო, რომ რაიმე არსებით ცვლილებას მიაღწევდა.

„ეს ჩვეულპებრივი ამბავია, როდის შედგება შემდეგი რაუნდი გაირკვევა ალბათ ცოტახანში, ასე, რომ არ არის არაფერი ამაში განსაკუთრებული. რათქმუნდა, ბატონი კობახიძის განცხადება, სადაც მისთვის ჩვეული უტიფრობით ივანიშვილის გზავნილი გადმოგვცა მთელ საზოგადოებას, არის ფაქტორი ზოგადად, რადგან ჩვენ ვიცოდით ბუნება ამ რეჟიმის დიდი ხანია, მაგრამ როცა პირდაპირ იუწყება, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას მათივე მანიპულირებული ციფრებით, უპირებს რომ რეგისტრაციას გაუუქმოს აბსურდული საბაბით და პუტინის რუსეთის სტანდარტი დაამკვიდროს საქართველოში, ეს რათქმაუნდა მნიშვნელოვანი ფაქტორი და განაცხადია.

ამას გარდა, მას საერთოდ არ აინტერესებს რაიმე წარმატება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში, „რისი გამკეთებლებიც ვართ უთქვენოდაც ვიზავთო“, ამით ძალიან დაამცირა, ჩემი აზრით ყველა ის ჩვენი შემცდარი პარტნიორი ოპოზიციაში, ვინც ილუზიებში იყო, რომ რაიმე არსებით ცვლილებას მიაღწევდა.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42