თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულების, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს.
სასამართლოს ეზოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. სამართალდამცავები შეკრებილებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.
სასამართლოსთან მივიდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ცდილობდა, ეზოში გაეკრა სტიკერები წარწერით, "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "პროპაგანდის პატიმრები".
ენმ-ს ლიდერის თქმით, ხუსკივაძე და კობალაძე "პოლიტიკური ტერორიზმის მსხვერპლები" არიან.
"ხუსკივაძე და კობალაძე არიან მსხვერპლი, იმ პოლიტიკური ტერორიზმის, რომელიც ხელისუფლებას დასჭირდა არჩევნებამდე, როგორც მელაშვილი-ილიჩოვა, ამიტომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა განთავისუფლდნენ", - აცხადებს დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






