კლანი უნდა წავიდეს - პროტესტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალელურად
პოლიტიკა - 11:59, 10 Dec, 2020     775
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს.

უვადოდ დანიშვნის სურვილი გამოხატა სააპელაციოს მოსამართლე პაატა სილაგაძემაც, რომელმაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ორჯერ, პატიმრობაში დატოვა.

"რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს კლანი კულუარებში, იმ გადაწყვეტილებას გააფორმებს საქართველოს პარლამენტი, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ წარსულში, ასეთი მაგალითი უკვე გვაქვს, ვიცით როგორ აირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტში, ამიტომ რაიმე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. პაატა სილაგაძემ ალბათ გასაუბრებაზე უნდა თქვას რა შეიცვალა მის პროფესიონალიზმში და რატომ მაქვს მოლოდინი რომ ეს პარლამენტი მას აირჩევს, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საქმე, რომელიც არის ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშნველობის და რეზონანსული, გახდეს ერთგვარი შესაძლებლობა სილაგაძისთვის, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე" , – ამბობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალალურად უზენაეს სასამართლოსთან იურისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს და დღევანდელი გასაუბრების პროცესიც მხოლოდ „კლანის" ინტერესებს ემსახურება.

„კლანი" უნდა წავიდეს. სასამართლო სისტემაში უნდა დასრულდეს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მმართველობა. ეს ხალხი მართლმსაჯულებას ირგებს საკუთარი ინტერესებისთვის და არა სამართლიანობის ინტერესებისთვის. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ ეს ფაქტი და ის პროცესი, რომელიც დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ, თვალის ახვევას ემსახურება", - განაცხადა საიას წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42