"პრობლემური თემებია: მოწყვლადი ჯგუფების მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დატოვება, მოსამართლეების მიერ თანამდებობის გაუმჭვირვალე დაკავება,2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარება" - საია
პოლიტიკა - 11:32, 10 Dec, 2020     745

72 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია არის გარდამტეხი დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

საია აფასებს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და აქვექყნებს ანგარიშს.

საია-ს შეფასებით, წლის განმავლობაში პრობლემურ თემებს შორის იყოსაქართველოს პარლამენტის მიერ საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობაზე დელეგირება, მთელი რიგი მოწყვლადი ჯგუფების მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დატოვება, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ თანამდებობის გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი პროცედურებით დაკავება, სისხლის სამართლის პროცესების საჯაროობის კუთხით არსებული პრობლემები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარება.

„2020 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განსხვავებული და გამოწვევებით სავსე იყო. ამ წლის უმთავრეს თემას Covid-19-ის პანდემია წარმოადგენდა. ვირუსის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყო სიღარიბის გაზრდას, უთანასწორობისა და ადამიანის უფლებათა სხვა პრობლემური საკითხების გაღრმავებას.

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შედეგად წარმოშობილი ბარიერებისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით.

საია-ს შეფასებით, წლის განმავლობაში პრობლემურ თემებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის მიერ საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობაზე დელეგირება, მთელი რიგი მოწყვლადი ჯგუფების მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დატოვება, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ თანამდებობის გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი პროცედურებით დაკავება, სისხლის სამართლის პროცესების საჯაროობის კუთხით არსებული პრობლემები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარება და სხვა საკითხები.

დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც გარკვეულწილად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომითი უფლებები. განსაკუთრებით მისასალმებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი უფლებამოსილებების გაზრდა. თუმცა, სამწუხაროდ ცვლილებებმა მხოლოდ ფრაგმენტულად უპასუხა ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, დასაქმებული პირების უსაფრთხოების და შრომითი უფლებების საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხო სამედიცინო სექტორში დასაქმებულ პირებს (ექიმები/ექთნები/სანიტრები), მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული პირების ისედაც მძიმე შრომითი პირობები პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, პრობლემურია მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები და სხვ.

ქვემოთ წარმოდგენილია განცხადების სრული ვერსია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საია-მ 2020 წლის განმავლობაში გამოავლინა“,- ვკითხულობთ ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42