10 -11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება
პოლიტიკა - 23:24, 09 Dec, 2020     962

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტობრივად ერთწლიანი წყვეტის შემდგომ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, ასევე აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების და მათი მძიმე შედეგების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე და ადგილზე ვითარების ესკალაციის შესაძლებლობის გაზრდის გარდა, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას.

რუსეთის მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცებები საოკუპაციო ხაზიდან -ეს არის ის თემები, რაზეც საგარეოს ცნობით, ქართული მხარე გაამახვილებს ყურადღებას .

„ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9 წლიანი “პატიმრობა”, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას.

განხილული იქნება ახალგორისა და გალის რაიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და ხაზი გაესმება თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის დაუბრკოლებლად განხორციელების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის შეხვედრების შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს.

საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“ ,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42