„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქართული ოცნება თავისი გაყალბებული არჩევნებისთვის, იგონებს თავისივე კომისიას. უგულავას შეფასებით მათი ლოგიკა "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტია" .
"თვითონ გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თვითონვე შეისწავლონ. ეს არის ქართული ოცნების ლოგიკა "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ", ამიტომ ამ კომისიისგან არაფერი გამოვა. ეს კომისია იქნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის უბადრუკი გაპრავების მცდელობა", — განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.
მასალის გამოყენების პირობები






