წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ 24 საათიანი პროტესტი უვე 46 დღეა გრძელდება. ადგილობრივები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ არ დაუშვებენ 105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს.
სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - 18 მუნიციპალიტეტი, 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს და ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.
მასალის გამოყენების პირობები






