ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ეხმაურება კობახიძის მიერ დაანონსებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას . გუგავა ამ კომიისის შექმნას მგლის მიერ სამსჯავროს შექმნას ადარებს.
მისი თქმით, კობახიძის განცხადებები არის დიქტატურისკენ მიმავალი გზა.
"წარმოუდგენელი აბსურდია, რომ თურმე, თავად ერთპარტიულ პარლამენტში შექმნიან საგამოძიებო კომისიას იმასთან დაკავშირებით, რომ თავად გააყალბეს თუ არა არჩევნები. ეს იგივეა, მგელმა შექმნას სამსჯავრო, სასამართლო იმასთან დაკავშირებით ერჩის თუ არა ცხვარს და მიურთმევია თუ არა ცხვრის ხორცი. აბსურდია, საკუთარ თავს როგორ გაასამართლებს დამნაშავე. მისი განცხადებები, რაც მან გააკეთა, ეს არის გზა დიქტატურისაკენ", — ამბობს გუგავა “რუსთავი 2-ის“ ეთერში.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის შეკრებისთანავე უმრავლესობა დააინიცირებს საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას . მისი თქმით, ამ კომისიაში მოიწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს.
მასალის გამოყენების პირობები






