“კობახიძის განცხადება სიმპტომია - ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია“ - ბაჩუკი ქარდავას თქმით ბოიკოტის რეჟიმი ძალაში რჩება
პოლიტიკა - 20:38, 09 Dec, 2020     1291
ბოიკოტის რეჟიმი ძალაში რჩება, ოპოზიცია იგივე დღის წესრიგით აგრძელებს მუშაობას - ეს განცხადება ეროვნულ-დემოკრარტკიული პარტიის ლიდერმა და კოალიცია „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წევრმა ბაჩუკი ქარდავამ, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, ქარდავამ ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის ეპოქა შეახსენა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამებრძოლები მაშინ იმპერიას ყოველგვარი რესურსის გარეშდე ებრძოდნენ და ქვეყანამ ამ ბრძოლაში დამოუკიდებლობა მოიპოვა.

"ბოიკოტის რეჟიმი ძალაში რჩება, იგივე დღის წესრიგით ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ კობახიძის დღევანდელი განცხადება სიმპტომია - ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია. ასეთი მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის წინ მან შექმნა არასერიოზული ფონი. რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტას, საბჭოთა კავშირს ვებრძოდით ყველანაირი რესურსის გარეშე და ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა"- აცხადებს ქარდავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსება შეუწყდებათ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს მანდატები ჩამოერთმევათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42