"კობახიძის განცხადება შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ" - რაქვიაშვილი
პოლიტიკა - 20:47, 09 Dec, 2020     1276

"კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ”, - ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში ოპოზიიცის შეხვედრის დასრულების შემდეგ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" როდესაც დაინახავს, რომ პარლამენტში მარტოა შეიძლება, ამ ფაქტმა ახალი მუხტი მისცეს.

"კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ. "ქართული ოცნება" როდესაც დაინახავს, რომ მარტოა პარლამენტის დარბაზში, შეიძლება ახალი მუხტი მისცეს. ჩვენ მთელი ამ მოლაპარაკების განმავლობაში ერთი და იმავე პოზიცია გვქონდა და უბრალოდ მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა. ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბებდით. დღეს, შეხვედრაზე საერთოდ არ ვკამათობდით. დისკუსია პროცედურულ საკითხებზე იყო. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე არასდროს წინააღმდეგი არ ვარ მოლაპარაკებების, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ დროის ხარჯვაა - მივიდეთ და სადმე დავსხდეთ ამასაც აზრი არ აქვს. მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "გირჩი" პარლამენტში არ იქნება. მე რთულად წარმომიდგენია, როდესაც ერთი მხარე გემუქრება, ულტიმატუმს გიყენებს ჩვენ არა, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუქმებით ემუქრება, მე მგონი, ასეთ მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება", - განაცხადა რაქვიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42