"ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალ გამართავენ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა ფორმით ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში.
"დიპლომატებისგან ველოდები როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი. ძალიან დაამძიმა ფონი კობახიძის განცხადებამ. ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებებში შემოთავაზებები, თუმცა ყველაფერი გადაფარა იმ ნეგატიურმა კომპონენტმა", - განაცხდა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს, 10 დეკემბრის შეხვედრების დროს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანაპარტიელები, საერთო ოპოზიციური შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.
მასალის გამოყენების პირობები






