"პარლამენტი იქნება ერთპარტიული, ბოიკოტი გრძელდება ვინც არ უნდა გამოაკლდეს" -გიგი უგულავა
პოლიტიკა - 20:26, 09 Dec, 2020     1007

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცის პოზიცია უცვლელია და ისინი რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.

უგულავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია მაინც მივა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და „თავის სათქმელს იტყვის“.

„მეხუთე რაუნდი როცა დაინიშნება, დაინიშნება. ჩვენ არ ვაპირებთ მაგიდის აყირავებას მიუხედავად „ქართული ოცნების" სრული შემადგენლობის. იმ ერთ ღლაპზე, კობახიძე რომაა გვარად, ნუ დავიყვანთ იმიტომ, რომ კობახიძემ განაცხადა ექსპლიციტურად „ქართული ოცნების“ საერთო პოზიცია, რომ დაიწყოს პოლიტიკური ტერორი ქვეყანაში, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომ შევიწროვდეს თავისუფალი მედია, რომ დაფინანსება ჩამოერთვას და ყველანაირად შევიწროვდეს ოპოზიცია. ჩვენ ეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია. მიუხედავად ამისა, თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, მივალთ და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენი სათქმელი რჩება კვლავ იგივე, ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს - იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, ამით „ქართული ოცნება“ დაანებებს ყველა იმ ადამიანს თავს, რომელსაც ატერორებს და ხალიჩის ქვევიდან ეჩალიჩება, რომ შეიყვანოს და თან იძახიან, რომ დიდად არ უნდათ ოპოზიციის ყოფნა. მეორე - კანონით 16-17 დეკემბერს ყველა ის ფორმალურად გასული დეპუტატი ინდივიდუალურად დაწერს განცხადებას და დატოვებს პარლამენტს. დღეს როგორც აღმოვაჩინე, კობახიძეს წაუკითხავს კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლი, ცალსახად ამბობს, რომ ადამიანს თუ აღარ უნდა დაწერს განცხადებას, უმრავლესობა კი ვალდებულია დააკმაყოფილოს. ის ბოდვა, რასაც მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში ვისმენდით, რომ თურმე საბოტაჟი უნდა ვინმეს და ამიტომ არ გაუშვებდა პარლამენტიდან, არა. პარლამენტი იქნება ერთპარტიული. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება მას შემდეგ, როდესაც მივიღეთ სრული გაყალბება და უტიფრობა "ქართული ოცნებისგან"“, - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42