" 11 დეკემბერს, როცა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრი გააკეთებს პოლიტიკურს აქტს, რომლითაც დეპუტატები უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე და პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას" - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 20:06, 09 Dec, 2020     891

„ლელოს“ ოფისში შეხვედრა დასრულდა. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერიმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 11 დეკემბერს ოპოზიცია შეიკრიბება და სამ დოკუმენტს მოაწერს ხელს. პირველი ეს იქნება 60 დეპუტატის ხელმოწერა. მეორე პარტიის თავმჯდომარეების ხელმოწერა, რომლებიც საკუთარ პარტიულ სიებს ჩახსნიან და მესამე დოკუმენტი, რომელსაც ხელს სრულიად ოპოზიცა მოაწერს.

"ვიმსჯელეთ დღეს არსებულ ვითარებაზე. ცხადია, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ყველა, შეიკრიბება და გაკეთდება კიდევ ერთხელ საჯაროდ არამხოლოდ განცხადება, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ეს იქნება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან არჩეულები, აცხადებენ რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე. ამასთან პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურება, თუმცა, საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია. იმიტომ რომ ჩვენ, მთელი საქართველო იმისთვის არ ვიბრძოდით რომ, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, მიგვეღო ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ კობახიძის პირით სრულიად ოპოზიციას და მედიას გამოგვიცხადეს ომი. რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, საქართველო 21-ე საუკუნეში არ მოითმენს ერთპარიტულ პარტლამენტს და ეს პროცესი, ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველს გამარჯვებით, რაც ნიშნავს დღევანდელი ოლიგარქიული და ერთმმართველური ხელისუფლების დასრულებას საქართველოში", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ განმარტა, რომ კამათი ოპოზიციაში არის იმასთან დაკავშირებით თუ რა გზით არის უმჯობესი მოვიპოვოთ ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები.

"კამათი იმასთან დაკავშირებით რომ არჩენები გაყალბდა და ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არ არის. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო , რომ ელისაშვილი გონს მოეგება და არ გადადგმას იმ ნაბიჯს, რომელზეც დღეს ისაუბრა. თუ რომელიმე კოლეგას ნერვები უმტყუნებს და გაიყიდება, მერე ვისაუბრობთ. ახლა არა. და კიდევ ერთი, უკვე მესამედ ოპოზიციურ და სამთავრობო მოლაპარაკებებს მედიატორების მეშვეობით, სილა გააწნა "ქართულმა ოცნებამ". პირველად როცა ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა, მეორედ მეორე ტურებთან დაკავშირებით და მესამედ ახლა, როცა მოლაპარაკების წინ პრაქტიკულად ომი გამოგვიცხადა", - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42