"ერთპარტიული პარლამენტი კიდევ უფრო გაამწვავებს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს,ამიტომ პროცედურულ ომს დაიწყებენ, რომ მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი" - იურისტები "ოცნების" გეგმებზე
პოლიტიკა - 19:33, 09 Dec, 2020     929

ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მარტო ტოვებს. პარლამენტმა კი, შესაძლოა, ის მექანიზმები აამოქმედოს, რომლითაც ოპოზიციას მანდატების დატოვების პროცესს გაუჭიანურებს.

იურისტი გიორგი ჩითიძე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და აცხადებს, რომ ერთპარტიული პარლამენტი კიდევ უფრო გაამწვავებს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან საკანონმდებლო ორგანო მის უმთავრეს - წარმომადგენლობით - ფუნქციას კარგავს.

„ერთპარტიული პარლამენტი კიდევ უფრო გაამწვავებს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან საკანონმდებლო ორგანო მის უმთავრეს - წარმომადგენლობით - ფუნქციას კარგავს. ამასთან, მნიშვნელოვნად იცვლება რეგლამენტი და საკანომდებლო ორგანოს მუშაობის წესი. როგორც ცნობილია, ახალ პარლამენტში ერთ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქცია ეყოლება.

ეს, გარკვეულწილად, არის პროცედურული ომი. რადგან პროცედურების მიხედვით, როცა მანდატებზე უარს ამბობს, ამან უნდა გაიაროს ჯერ საპროცედურო კომიტეტი, შემდეგ გადაეცეს ბიუროს და შემდეგ გავიდეს პლენარულ სხდომაზე. პროცედურების მიხედვით, არის 15-დღიანი ვადა, როცა ბიუროდან უნდა გავიდეს პლენარულზე, თუმცა, იქვე, კანონი ამბობს, რომ პირველივე პლენარულზე ეს უნდა მოხვდეს დღის წესრიგში", - ამბობს ჩიტიძე.

კონტიტუციონალისტი , ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" შეეცდება, პარლამენტში გაჩნდეს 7 ადამიანი, რომლებიც ოპოზიციურ ფრაქციას შექმნიან.

"პროცედურულ ომს დაიწყებენ იმიტომ, რომ მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი. ეს შედეგი კი შეიძლება იყოს თუნდაც, 1 ფრაქციის, ანუ 7 პარლამენტის წევრი და მეორე, თუ ვის შეუძლია შექმნას საპარლამენტო ფრაქცია. სავარაუდოა, რომ ყველა ძალისხმევას მოახმარენ იმას, რომ პარლამენტში გაჩნდეს 7 ადამიანი, რომლებიც გაერთიანდებიან ფრაქციაში და ეს იქნება ოპოზიციური ფრაქცია", - ამბობს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42