ფასილიტატორი ელჩების ნაწილებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგი - მეხუთე რაუნდი ხვალ , 10 დეკემბერს , გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა.
„კარგი ამბავი ის არის, რომ კოვიდი არა მაქვს. დადებითი პასუხი რომ მომსვლოდა მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საფრთხის ქვეშ დავაყენებდი”, - ამბობს დიპლომატი.
რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, მისი თქმით, მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა ოთხი რაუნდის შედეგი ისაა, რომ მხარეებმა საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შეძლეს - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით - ამბობს დიპლომატი და კიდევ ერხთელ გამოთქვამს იმედს, რომ პარლამენტის გახსნამდე შეთანხმებას მიაღწევენ.
მასალის გამოყენების პირობები






