"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რო მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ქვეყანაში, პირდაპირი მნიშვნელობით, რეპრესიები გამოაცხადა.
ნიკა გვარამიას შეფასებით, ხელისუფლებამ პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციის წევრების ვინაობის შესახებ უკვე იცის და მისი რიტორიკის ცვლილება სწორედ ამით აიხსნება.
"ადამიანმა დააანონსა რეპრესიები, პირდაპირი მნიშვნელობით. თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ ხსნის რეგისტრაციიდან იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილია ლიდერი. ოღონდ, ფორმალურად სააკაშვილი არ არის "ენმ"-ის ლიდერი. იმიტომ, რომ იცნობენ სააკაშვილს, მალე ხალხს დაიჭერენ. დააანონსა რეპრესიები 3 მთავარ ოპოზიციურ არხზე: ჩვენზე, ტვ1-ზე და ფორმულა-ზე, რომლებიც, თურმე, სააკაშვილის ფულით არსებობენ, მაგრამ სრული ტყუილი და ბოდვაა ეს, სამივეს შემთხვევაში.
ვიღაცები უკვე დაიგულეს, როგორც ჩანს, შემსვლელები და ეგრევე შეიცვალა რიტორიკა. არავითარი საარჩევნო ცვლილებები არ იქნება იმიტომ, რომ პარლამენტში შესვლის მერე განვიხილავთო. საკუთარ გაყალბებულ არჩევნებს საკუთარივე კომისიით უპირებენ შემოწმებას. ოქმებს გადაითვლიან ალბათ, რომელიც უკვე ჩასწორებული და გაპატიოსნებული აქვთ", - ამბობს გვარამია.
მისი თქმით, "ტყვეებით მოვაჭრე" ირაკლი კობახიძემ მის პროდასავლურობაზე არც უნდა ილაპარაკოს.
"რომელ პროდასავლურობაზე ლაპარაკობს კობახიძე, რომელიც ტყვეებით ვაჭრობს. პირდაპირ, პოლიტპატიმრებით. რა პროდასავლურობაზეა ლაპარაკი. ივანიშვილის, რუსეთის პროექტის, ანაკლიის პორტის ჩამგდების, უბედურების საქართველოსთვის, 20 ივნისის შემოქმედის და თვალების დამთხრელის ვიღაცა მეცხრეხარისხოვანი რუსის გამო, ამისი მონა მელაპარაკება მე, ნიკა გვარამიას პროდასავლურობაზე?!", - ამბობს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






