"ვინც 11 დეკემბერს პარლამენტში შევა, ყველა პირდაპირ "ქართულ ოცნებაში“ შედის" - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 15:45, 09 Dec, 2020     327

პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" ლიდერი , დავით ჭიჭინაძე პარლმენტში შესვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ გარდა ვინც 11 დეკემბერს პარლამენტში შევა, ყველა პირდაპირ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შედის.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსებზე საუბარს არც ცალკე დაბარება სჭირდება და არც გასაიდუმლოება.

„ქართული ოცნების“ გარდა ვინც 11 დეკემბერს პარლამენტში შევა, ყველა პირდაპირ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შედის.

და უკვე პირდაპირ გაფორმდება მათი გაერთიანება, ვინც ფორმალურად და არაფორმალურად ემსახურებოდა „ოცნების“ და ივანიშვილის ინტერესებს.

ასე რომ, ძალიან სასაცილო და არადამაჯერებელია, როდესაც თავისი პატარა ინტერესების გამართლებას ვითომ გლობალური მიზეზებით ცდილობენ...

გულდასაწყვეტია, როდესაც პოზიციონირებენ ხალხის ინტერესების დამცველად და მერე უცებ იმაზე იწყებენ საუბარს, რაც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს.

რადგან ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნა, ვის რაში აინტერესებს საარჩევნო კოდექსი?!

ან საერთოდ რა „ჩაწიკწიკებებზეა“ საუბარი, როდესაც ხელისუფლების და ძალაუფლების მიტაცება ხდება?!

ამიტომ ვიყავი ყოველთვის წინააღმდეგი ელჩებთან ამ ე.წ. გასაიდუმლოებული და ხალხისთვის დახურული შეხვედრების. რადგან საარჩევნო კოდექსებზე საუბარს არც ცალკე დაბარება სჭირდება და არც გასაიდუმლოება.

პრაქტიკულად დადასტურდა ისიც, რომ ელჩებიც იმიტომ იბარებდნენ პარტიებს ცალ-ცალკე, რომ მათზე პირდაპირი ზემოქმედება ხდებოდა და განსაკუთრებით პატარა პარტიებზე.

შედეგად კი, ვიღებთ პარლამენტს, სადაც არცერთი გლობალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი, არცერთი ეკონომისტი არ იქნება, სამაგიეროდ იქნებიან ფულით დაქირავებული მოხელეები.

და სად არის აქ ხალხის ინტერეს?!", - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42