"ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა, გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული, გინდათ ფული? მოდით..." - ნიკა მელია
პოლიტიკა - 18:00, 09 Dec, 2020     1234
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკა მელია ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გახსნა დახლი. კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით, ვინც პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ".

ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ დღეს კობახიძემ რეალურად ბიძინა ივანიშვილის გზავნილები გააჟღერა.

„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე არათუ კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა საუბრობს ბატონი კობახიძე საუბრობს ბატონი ივანიშვილი და ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანისგან ჟღერდება, ეს არის შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონ კობახიძის მიერ.

როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აპირებს ჩააყენონ სხვა პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან წამოსულ ძალადობრივ მუქარებს არ ეთანხმებიან.

მან მკაფიო ხაზი გაავლო, რომ ვინც პარლამენტში შემოხვალთ ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ - არ მოგცემთ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რას ვაპროტესტებთ ჩვენ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება. დიდი შეცდომა დაუშვა უკვე, ის არ ითვალისწინებს მთავარს, რომ ამ ოპოზიციური პარტიების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვაგდენთ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სუბიექტი პოლიტიკური პარტიის სახით ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ბუნებრივია ის ვეღარ იქნება ვეღარც პოლიტიკოსი და მითუმეტეს ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა - კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით. ვისაც ღირსება გაქვთ, პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,“- განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42