ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და სწორედ იმის შედეგია ის განცხადებები, რაც კობახიძემ გააჟღერა - ბოკერია ენმ-ს მიმართ მუქარაზე
პოლიტიკა - 17:20, 09 Dec, 2020     947
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და სწორედ იმის შედეგია ის განცხადებები, რაც კობახიძემ გააჟღერა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას, ბოკერიას თქმით, ეს არის "პუტინის რუსეთის მოდელი" და ივანისვილის მიერ ყველაზე მძიმედ დაშვებული შეცდომა:

"ერთი შეფასება, რომელიც პირველი მომდის თავში არის ის, რომ მორიგ ჯერზე პერსონალურად ივანიშვილს უმტყუნა ნერვებმა და ამის შედეგია ეს გულწრფელი განცხადებები, რაც მოვისმინეთ კობახიძისგან. ეს ჩვენ კი ისედაც ვიცით, მაგრამ ასე ღიად მაინც ერიდებიან ხოლმე ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლები თქვან, რომ სურთ პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ბოლომდე და გაღმა გასვლა. რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მანიპულირებული ციფრებიათაც კი 27% მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას. ეს არის პუტინის რუსეთის მოდელი. სწორედ პუტინის რუსეთშია ეს მეთოდი. ამ მეთოდს პუტინის რუსეთმა მიმართა არაერთელ პოლიტიკური კონკურენციის პირდაპირ შესაზღუდად იმიტომ, რომ არ ეყო სხვა მეთოდები. ეს არის იმის შედეგი, რომ რეჟიმის შიგნით, ივანიშვილის გარემოცვაშიც კი გასაგები ხდება ის კრიზისი, რომელიც თვითონ შექმნა ივანშვილმა თავისი უპასუხისმგებლო, მავნებლური და უტიფარი ნაბიჯებით.

პოლიტიკური ბოიკოტის გაფორმება და პირველად საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის შექმნა არის კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნით მათ მომავალში. ამის შედეგია ეს საუბარი. ბატონმა კობახიძემ მისთვის ჩვეული, უტიფარი ფორმით ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ გულწრეფლად თუ არაგულწრფელად შემცდარ კოლეგას ოპოზიციაში, რომელიც ჩვენი აზრით, ამ კონტექსტისთვის მეორეხარისხოვანი საკითხებით აპირებდა ამ ბოიკოტის ტორპედირებას. თქვა, რომ თქვენი შემოსვლა საერთოდ არ გვაინტერესებს, ისე მივიღებთ ყველაფერსო.

.მან დაარღვია შეთანხმებაც და გამოიტანა გარეთ მოლაპარაკებებიდან ის, რის გაკეთებასაც თვთონ აპირებს. ყველა დიდ ამბავთან ერთად, ყველაზე დიდი ოპიზიცური პარტიისთვის,“ნაციონალური მოძრაობისთვის“ მან დაამატა მუქარები, რომ რადგან რაც ჩვენ გვინდა, იმას არ აკეთებთ, ამ რეპრესიულ ნაბიჯებს გადავდგამთო. როგორც ჩანს, ერთ ნაწილში მაინც გონივრულობამ გამოანათა, რომ ვითარება, როცა განცხადებას დაწერდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტიდან გასვლაზე და კობახიძე იმუქრებოდა, არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, ახლა შემოატრიალა და გადაწყვიტა, რომ ვინც დაწერთ განცხადებას, იმათ შეგიწყვიტავთო და ამით უნდა დააწვინოს ოპონენტები. ცდება, როგორც ყოველთვის, როცა ივანიშვილს ნერვები უმტყნებს ხოლმე, ის ყველაზე მძიმე შეცდომებს უშვებს. ჩვენი ამოცანა არის ამ მტკიცე პოზიციით ჩამთავრება პროტესტის ამ ფაზის, ვგულისხმობ ამ არალეგიტიმური პარლამენტის სრულფასოვან ბოიკოტირებას, რაც მოხდება რამდემიმე დღეში და შემდეგ სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ინტენსივობით და იმის მიღწევა, რასაც ჰქვია ხელისუფლების არჩევის უფლება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში კი საუბარია მიხეილ სააკაშვილზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42