დიპლომატის თქმით, მხარეთა შორის გამართული ოთხი რაუნდის შედეგი სწორედ ეს არის.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით" - უთხრა მედიას დიპლომატმა.
კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ პარლამენტის გახსნამდე შეთანხმებას მიაღწევენ.
"ყველა მხარე ინარჩუნებს ვალდებულებას დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ხვალ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე სხვა საკითხებზე პროგრესის მიღწევა.
რვავე მონაწილემ, რომლებიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ფართო შეთანხმებას, თუმცა ამისთვის დისკუსია და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ხვალ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის გახსნამდე პროგრესის მიღწევა.
ვფიქრობ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, როგორც იცით რთული დისკუსიები გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ,"-აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისფლებას "ოცნება" არ თანხმდება.
ფასილიტატორი ელჩების ნაწილებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგი - მეხუთე რაუნდი ხვალ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






