შემოსავლების სამსახურის მიერ 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის წესების შესახებ ვიდეო სახელმძღვანელო მომზადდა
პოლიტიკა - 16:25, 09 Dec, 2020     766
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების ვებგვერდზე განთავსებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, მათთვის ვისაც აინტერესებს, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581 განაცხადი დარეგისტრირდა.

აქვე, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე - მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. ამასთან, დაქირავებული პირი აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 28 ნოემბრიდან, ამავე დამქირავებლისაგან არ უნდა იღებდეს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

დახმარების მიღების შესაძლებლობა, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

აქვე, ავღნიშნავთ, რომ კომპენსაციის მიმღებთა კიდევ ერთ კატეგორიას და ეს არის ნებისმიერი ფიზიკური პირი (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება (ამასთან, ამ ობიექტის მფლობელი არ უნდა იყოს არამეწარმე ფიზიკური პირი).

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე იხილეთ შემდეგ ბმულებზე.

https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=7





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42