თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ ამ საერთო მოთხოვნების გვერდზე ავლით შევიდეს პარლამენტში, ისინი ფასს, რასაც საზოგადოება აწესებს პროცესზე, გადაიხდიან - კაპანაძე
პოლიტიკა - 15:35, 09 Dec, 2020     559

ჟურნალისტის კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ელისაშვილის განცხადებები დანარჩენი ოპოზიცური პარტიების ერთობას, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე პასუხობს, რომ დანარჩენი პარტიების პოზიცია ცნობილია და ისინი აგრძელებენ ბრძოლას იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც აქამდე ჰქონდა წაყენებული ოპოზიციას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს, რომ საერთო მოთხოვნების გვერდის ავლით შევიდეს პარლამენშტი, ისინი გადაიხდიან იმ ფასს, რაც საზოგადოებას აქვს დაწესებული ამ პროცესზე.

კაპანაძის განცხადებით, ორი პოლიტიკოსის შესვლა პარლამენტში არ იქნება ამ ინსტიტუტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და ეს მხოლოდ ივანიშვილის თამაშის გაგრძელება იქნება პარლამენშტი.

„დანარჩენი პარტიების პოზიცია ცნობილია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლად იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც აქამდე გვაქვს წაყენებული და თუ რომელიმე ადამიანი, ცალკე აღებული, ან რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ ამ საერთო მოთხოვნების გვერდზე ავლით შევიდეს პარლამენტში რაღაცა სხვა რამის გამო, ისინი ფასს, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, რასაც საზოგადოება აწესებს პროცესზე, იმას გადაიხდიან.

ძალიან ნათელია საზოგადოების პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა გაამართლონ გაყალბებული არჩევნები და თუ ელისაშვილი აპირებს, რომ ეს გააკეთოს, ვერავინ ვერავის ვერ დააკავებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა.

ერთი ადამიანი, რომელიც პარლამენტში ივანიშვილის თამაშს ითამაშებს, არ იქნება ეს ლეგიტიმაციის მიცემა და არავისთვის არ იქნება ეს ლეგიტიმური პარლამენტი, მიუხედავად იმისა, თუ ერთი კონკრეტული, თუ ორი ადამიანი რას გადაწყვეტს და გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის თამაში გააგრძელოს პარლამენტში.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42