ბოკერია ელისაშვილის ბრალდებასაც პასუხობს:
"ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს არის სიცრუე მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და მერე იმისთვის ტალახი გვესროლა, იქამდე ან მერე, არამედ, სასურველი იყო, რომ ელისაშვილიც კი რასაც წარმოადგენს, ასეთი ადამიანიც კი, რახან ოპოზიციაში არის ფორმალურად მაინც, ჯერ-ჯერობით, მაინც, აქ ყოფილიყო ერთიანობა.
სამწუხაროა ყველა შემთხვევაში. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო, შენარჩუნებულიყო ბოიკოტი, ახლაც სასურველია. ამ სამარცხვინო საქციელის ფონზეც კი, მისგანაც კი სასურველია. ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი, ყველა შემთხვევაში. ეს ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს", - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილმა უგულავა და ბოკერია საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი აჟღერებდნენ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დეტალებს, მანამდე კი ღიად განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო რეფორმას გააუმჯობესებს, ის მზად არის პარლამენტში შევიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






