როგორც ჩანს ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს პარლამენტში და ეხლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად - კაპანაძე
პოლიტიკა - 14:25, 09 Dec, 2020     746

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის განცხადებებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ელისაშვილი ეძებს საბაბს პარლამენტში შესასვლელად და ამ საბაბად კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ელისაშვილი საარჩევნო კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების გამო შედის პარლამენტში, გაყალბებულ არჩევნებზე ამბობს უარს და ლეგიტიმაციას აძლევს პარლამენტს, ეს გაუგებარია და კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს ელისაშვილის სხვა ზრახვებზე.

„ცოტა გაუგებარი და სამწუხარო იყო ელისაშვილის ეს ბრალდებები, რომ ჯერ ერთი ჩვენ ფულის აღება დავაბრალეთ, რაც უბრალოდ არ ყოფილა არასოდეს და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით. ძალიან სამუხაროა, როგორც ჩანს ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს რომ შევიდეს და ეხლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად, რაც კიდევ ერთხელ მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე.

მას თუ უნდა რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ, რომ ახლა წაართვეს ქართველ ხალხს ნება თავისუფალ არჩევნებზე. სწორედ ამის გამო გვინდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და თუ მას მიაჩნია, რომ კოდექში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყო და ივანიშვილს გაუპრავოს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას და რატომ შემოაქვს ესეთი განხეთქილება ოპოზიციის შეგნით, რომლებიც ჩამოყალიბებულები ვართ ყველა ოპოზიციური პარტია, ეს არის გაუგებარი და კიდევ ერთხელ ეჭვებს აჩენს მის რაღაც ზრახვებზე.

საუბარი იმაზე, რომ ევროპული საქართველო არის რაღაც საბოტაჟის რეჟიმში, ეს არის არასერიოზული, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებშიც და ამის დიდი გამოცდილებაც გვაქვს, ხოლო ჩვენი ამოცანაა, რომ მთავარი მოთხოვნები, რაც გვქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ეს მოთხოვნები იყოს ბოლომდე გატანილი.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ელისაშვილს უნდა პარლამენტში შესვლა და ეძებს ეხლა საბაბს და ცდილობს, რომ კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან რაღაც მოგონილი საბაბით, როგორც ჩანს ეს არის ახსნა.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42