ელისაშვილის განცხადებით, ისინი მოლაპარაკების ჩაშლასა და საბოთაჟის მოწყობას ცდილობენ, ფასილიტატორ ელჩებთან კი მხოლოდ იმისთვის დადიან, რომ დეტალები გამოიტანონ და "ყველაფერი აურიონ":
"იმ დროს როცა ჩვენ პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული, ელჩების ხათრით, ისინი გვეუბნებიან, რომ პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ ნუ გაიტანთ მოლაპარაკების დეტალებს. ეს ძალიან მარტივია. იქ თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები. იცით რატომ? იმიტომ რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ ბოკერია და უგულავა. თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში მეორეს ფოთში.
ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ იცით? იმიტო, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი, რა ეგონა იქ რას იზამდა, რას მიაღწევდა. უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო”, - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის რეფორმირებას მოახდენს, ის მზად არის პარლამენტში შევიდეს. მისი განცხადება ოპოზიციური ერთობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მასალის გამოყენების პირობები






