როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, არ შეიძლება ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები ცესკოს ახალი ადმინისტრაციით, რაიმეზე გაიცვალოს.
"მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ გაყალბებული არჩევნებით მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლის. სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია, არ შეგბიძლია გავასაჯაროოთ ოცნების მიერ შემოთავაზებული წინადადებების კონფიგურაცია.
ერთს ვიტყვი ალეკოს საპასუხოდ, იმ წინადადებებს, რომლითაც ოცნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გვთავაზობს, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა არ სჭირდება. თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამას ოცნება ისედაც გააკეთებს.
მე ვიცი ოპოზიციის უმრავლესობის პოზიცია, რომ არ შევდივართ. ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი შემადგენლობით, მთავარი მოთხოვნაა. ამ წინადადებების შესრულების გარეშე, ოცნების მხრიდან რამდენიმე გადმოგდებული ინიციატივით, არ შევალთ. სამწუხარო იქნება თუ ოპოზიციური ერთობა დაირღვევა"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






