“დღეიდან “ოცნების“ “მოქოქილ თოჯინას“ ოპოზიცია თუ რამეზე დაელაპარაკება, არჩევნების დანიშვნის ახალი თარიღი უნდა იყოს“ - დავით ჭიჭინაძე მოლაპარაკებების საჯაროობას ითხოვს
პოლიტიკა - 12:32, 09 Dec, 2020     721
„დღეიდან, ოპოზიცია თუ რამეზე დაელაპარაკება „ოცნების“ „მოქოქილ თოჯინას“, ეს უნდა იყოს ახალი არჩევნების დანიშვნის კონკრეტული თარიღი და მეტი არაფერი!

სხვა დანარჩენი და ამდენი ე.წ. საიდუმლო, მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა ხდება.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

„გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ასე დაწყობილი რომ მიდის და ერთ მაგიდასთან ჯდება, ელაპარაკება ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაში ხუთ კაცზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს, ამით ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას. მითუმეტეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს ანგარიშსაც არ აბარებენ, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა. ამიტომ, როდესაც ხალხის სახელით საუბრობ, შეხვედრა გახსნილი უნდა იყოს და მედიაც უნდა ესწრებოდეს.

რადგან, არ შეიძლება სიმართლე ეძებო მასთან, ვინც შეხვედრიდან გამოსული, კამერებით მხოლოდ ერთ კაცს ელაპარაკება და ერთ კაცს აბარებს ანგარიშს.

რაც შემეხება პირადად მე, საპროტესტო აქციებს და ოპოზიციას იმიტომ შევუერთდი, რომ ხალხის ხმა, ხალხის მოთხოვნა ყოფილიყო ამ ქვეყანაში გაჟღერებული და არა ფასილიტატორებთან და შუამავლებთან გასაიდუმლოებული საუბრები.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42