"ოცნების" მხრიდან კომპრომისზე წასვლის დიდ ინტერესს ვერ ვხედავ... ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პრობლემური იყო - დევიდ კრამერი
პოლიტიკა - 11:07, 09 Dec, 2020     1081

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საქართველოშო ჩატარებული არჩევნების შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

კტრამერი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და შეიძლება ითქვას, დიპლომატებსაც აკრიტიკებს:

"დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა - არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" - აცხადებს ის.

კრამერის განცხადებით, საქართველოში არჩევნები პრობლემური იყო:

„ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემური იყო. ვიცი, რომ "ქართული ოცნების" და მთავრობის მხარე ცდილობს, არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესო შუქზე წარმოაჩინოს. მათ შეარჩიეს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებების გარკვეული ნაწილები, რომლებშიც არჩევნები დადებითად აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციას სულ სხვა შეხედულება აქვს და ასევე, არიან სხვა დამკვირვებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რომლებიც იზიარებენ კრიტიკას, რომ არჩევნები იდეალურისგან შორს იყო, ისინი წარმოადგენენ ზოგიერთ რეალურ პრობლემას, მათ შორის - "ქართული ოცნების" პროცენტული წილის გაზრდასაც. ოპოზიციამ თქვა, რომ ისინი არ დაიკავებენ ადგილებს ახალ პარლამენტში, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ შეიცვლება. შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივად, ჩიხშია, რაც ძალიან სამწუხაროა. მე "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისზე წასვლის დიდ ინტერესს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად - ჩემი აზრით, ეს სწორედ კრიზისია - ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები“, - აღნიშნა კრამერმა.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია კრიზისის გადაჭრის გზები, რომ მიუხედავად ელჩების მიერ შუამავლობის მცდელობისა, ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა კი სულ მალე - 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

„ელჩები ცდილობენ და ჩემი აზრით, მათ უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო. ვიცი, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა. არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" ჩვენ არ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები, თუ ეს ის შეფასებაა, რაც ხალხს აქვს. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მოთამაშემ“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42