"ვინც დღეს ფულზე გაიყიდება, იმის ადგილი პოლიტიკაში არ არის... აბა, ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა რატომ უნდა მოგინდეს?!“ - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 22:00, 08 Dec, 2020     827
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც „ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში“ შევა, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. მისივე თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე აუცილებელია სრული ოპოზიციური სპექტრის დასწრება და არა მხოლოდ იმ პარტიების, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

„ვინც დღეს ფულზე გაიყიდება, ვინც „ოცნების“ ქმედებაში, შესაბამისად ხალხის მოტყუებაში პოზიტივს ხედავს და „ოცნების“ მხარდაჭერას ცდილობს, იმ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის!

აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა რატომ უნდა მოგინდეს?!

ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ელჩებთან შეხვედრას უნდა ესწრებოდეს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და მედია, ხალხის ზურგსუკან და დახურულ კარს მიღმა რომ არ მოხდეს მოლაპარაკება და გარიგება.

ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც ელჩები, სამწუხაროდ, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ.“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42