კითხვაზე აპირებს თუ არა ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე პარლამენტში შესვლას, ნათელაშვილი ამბობს: "ამ წუთიერი ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ პარლამენტი არ უნდა შედგეს, იმიტომ რომ ის არ არჩეულა".
"ვთქვათ, სპორტსმენი რომელიც 4 წელი ემზადება ოლიმპიური შეჯიბრისთვის და უცბად ის ვერ იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში, ხო რთული გადასატანია ფსიქოლოგიურად.
იგივეა პოლიტიკოსებიც - რთულად გადააქვთ ის მომენტი, რომ ამდენი ხანი იბრძოლეს, იშრომეს, ირბინეს, ოფლი ღვარეს და პარლამენტში არ შედიან.
მინდა, გამოვრიცხო პრეცედენტი, რომ რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს სურს დაამთავროს საქართველოს ისტორია.
მანდატებზე უარი უნდა ითქვას 11-შივე ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის გახსნას სრულად უნდა დაემთხვას მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა", - თქვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






