"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, სანამ გარკვეულ შეთანხმებამდე არ მივლენ მხარეები, მისი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს:
"მანამ, სანამ არ მოხდება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება, არჩევნები ან პლებისციტი, მოლაპარაკება წარმატებულად ვერ ჩაითვლება. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შეთანხმების გარეშე რამე ნაბიჯი გადადგას. პოლიტიკური შეთანხმება თჯ არ მოხდება ფუნდამენტურ საკითხებზე და ჯერ არ მომხდარა, არავინ, არც სტრატეგია აღმაშენებელი და ასევე, რაც მაქვს ინფორმაცია ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არავინ აპირებს არსად შესვლას და გამოსვლას". - განმარტა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდის შემდეგ მხარეებმა შეანხმებას ვერ მიაღწიეს, დღეს კი მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართება, თუმცა მანამდე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ ოპოზიციურ სუბიექტებს პარლამენტში შესვლა სურთ.
მასალის გამოყენების პირობები






