ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გამორიცხავს, რომ ოპოზიციიდან ვინმე მე-10 მოწვევის პარლამენტში შევიდეს. მელია იქვე დასძენს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანოში ვინმე შევა, ის დეპუტატი და ოპოზიციონერი არ იქნება.
მელია ამბპბს, რომ ვიღაცას შეიძლება შესვლის სურვილი აქვს, მაგრამ მორალური პოლიციის - ხალხის ეშინია.
"მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ რაღაც ნივთი. ვინმე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს და შევა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიცონერი. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ.
შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეს, მაგალითად ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, პოლიციის უფროსოს, კანონის, რომ არ დაისაჯოს, აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ სურვილი, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული", - ამბობს მელია.
მისი თქმით, ის არაფერს გამორიცხავს და ვერც ყველა ოპოზიონერზე დადებს თავს.
"ვერავისზე 100%-ით ვერავინ დადებს თავს, მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს ივანიშვილს არავინ დაუკანონებს, მაგრამ თუ მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრაით 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ მე?" - აღნიშნა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






